გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00- დან 19:00 - მდე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი + ბონუსები

სამუშაო აღწერილობა:

** სასტუმროსა და ქსელის ბრენდის განვითარება და პრომოცია
** ტურისტების მოზიდვისთვის სასტუმროების სათანადო წარმოჩენა ონლაინ სივრცეში (დაჯავშნის საიტები, სოციალური ქსელები და ა.შ)
** კონკურენტების ფასების კონტროლი და ფასების ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში
** ლოიალობის პროგრამების განვითარება განმეორებითი ვიზიტების სტიმულირებისთვის
** პერიოდულად აქციების დაგეგმვა და შეთავაზებები პოტენციური მომხმარებლებისთვის
** დატვირთვების ასამაღლებლად სხვადასხვა პარტნიორებთან ერთობლივი პაკეტების შემუშავება და პრომოცია (ტურ-ოპერატორები, ივენთ-კომპანიები და სხვა)

მოთხოვნები:

** სასტუმროს ბიზნესში გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლიური ენის სრულყოფილი ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** მოტივირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გუნდურს სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - hr.syn1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე