ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.
"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ტერიტორიაზე, დაკვეთის შესაბამისი, მარშრუტების დაგეგმვა
** როგორც დაქირავებული, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მარშუტის მართვა
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** ახალი ავტომობილის შესყიდვის პროცესის ხელმძღვანელობა
** კომპანიის სახელზე გამოწერილი საპატრულო ჯარიმების კონტროლი და შესაბამისი ქმედებების განხორციელება
** საწვავის ხარჯის კონტროლი, მონიტორინგი და რეპორტინგი
** დანახარჯების აღრიცხვა და მართვა
** ჯიპიესების მონიტორინგი
** მძღოლების მართვა, ინსტრუქციების მიცემა
** ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და პრობლემების იდენტიფიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** აუცილებელია Excel-ის კარგი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 17 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე