ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი - მდედრ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი - მდედრ.
მომწოდებელი: Frego
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია "ფრეგო"-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების მაღალი დონით. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.frego.ge

კომპანია "ფრეგო" აცხადებს ვაკანსიას ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორის (სქესი: მდედრობითი) პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** ავტომობილების საწვავით გამართვა;
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო. უმაღლესი განათლება ჩაითვალება უპირატესობად.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows - დონე: ელემენტარული
** რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული და თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს. მათ შორის წარმატებულები, სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან სპეციალურ სწავლებას კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: p.jgarkava@frego.ge (ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 94-55-00) და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

კომპანია "ფრეგო"-ს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე