გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის მიწოდება, გაყიდვის შემდგომი მომსახურება
** არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი
** პირადი გეგმების შესრულებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პორტფელის განახლებაზე ზრუნვა
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიში ჯგუფის უფროსთან

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა
** მოლაპარაკების წარმოების და გაყიდვის უნარი
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორგანიზებულობა

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციებს მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე