საოპერაციო სამსახურში დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო სამსახურში დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
თანდართული ფაილი: 198630-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" პროექტ "Secret Santa"-ს ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სამსახურში დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 5 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით;
ანაზღაურება - 500 ლარი;
სამუშაო გრაფიკი - ორ დღეში ერთხელ 18:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.

ძირითადი მოვალეობა:

** საფოსტო გზავნილების დახარისხების ცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** საფოსტო გზავნილების გადმოტვირთვა/ჩატვირთვა, დასაწყობება და ფიზიკური გადაადგილება ცენტრის ტერიტორიაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი - თბილისი, სათავო ოფისი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "Secret Santa"-ს დამხმარე სპეციალისტი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20.12.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე