ხილ-ბოსტნის დამფასოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხილ-ბოსტნის დამფასოებელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში ხილ-ბოსტნის დამფასოებლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00, კვირაში 6 დღე
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).

ძირითადი ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის გადარჩევა;
** პროდუქციის დახარისხება

სავალდებულო მოთხოვნები: საშუალო განათლება

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი
** აკურატული
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** კეთილსინდისიერი
** ემოციური სტაბილური/გაწონასწორებული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ხილ-ბოსტნეულის დამფასოებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე