უმცროსი ტრენინგ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ტრენინგ მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ უმცროს ტრენინგ მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება პროგრამული პროდუქტების დანერგვასა და სწავლებაში.

ძირითადი სამუშაო:

** პროგრამული პროდუქტის შესწავლა და საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** კომპანიაში არსებული პროგრამული პროდუქტების სწავლება თანამშრომლებისათვის;
** თანამშრომელთა კონსულტირება პროგრამული პროდუქტების გამოყენებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კანდიდატი უნდა იყოს მზად მივლინებებისათვის საქართველოს მასშტაბით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Training Manager.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე