რისკიანი სესხის ოფიცერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რისკიანი სესხის ოფიცერი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობა: რისკიანი სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მარნეული, თელავი, ხაშური, სამტრედია

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

თანამდებობის მიზანი:

რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია ნეგატიური ე.წ. "E" კატეგორიის კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს "კრედო ბანკი"-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. რისკიანი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სპეციფიკური:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);

ძირითადი:

** "E3" კატეგორიის კლიენტების მოზიდვა;
** "E3" კატეგორიის კლიენტებისთვის ფსიქომეტრული ტესტირების ჩატარება;
** ტესტირების დადებით შედეგებზე დაყრდნობით კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტის მხარდაჭერა დოკუმენტაციის მომზადებაში;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა პრობლემური სესხის დაფარვის საკითხში და შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტთან მოლაპარაკებაში ჩართულობა;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია განხრები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, სამართალი;
** სასურველია ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2018 წლის 17 დეკემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "რისკიანი სესხის ოფიცერი თბილისში").
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე