გრითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრითერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გრითერის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: 500 (ხუთასი) ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:

** ტექდათვალიერების ცენტრში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** კლიენტების დარეგისტრირება შიდა პროგრამაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სერვის ცენტრში არსებული რიგების რეგულირება, მართვა და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატსა და უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განვიხილავთ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 31 დეკემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - გრითერი.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე