ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ენ ჯი თი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
"ენ ჯი თი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ენ ჯი თი ჯგუფი" წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.next-gt.com/en/

სამუშაოს აღწერა:

** არსებული და პოტენციური დამკვეთების  ანალიტიკური საჭიროებებისა და მოთხოვნების  ანალიზი;
** სხვადასხვა დამკვეთებისგან მოთხოვნების მიღება და ამოცანების დაზუსტება;
** დამკვეთის ბიზნეს პროცესებში გარკვევა და ფინანსური ანალიზის  განხორციელება;
** ანალიტიკური რეპორტების  პროტოტიპისა და დიზაინის შემუშავება და შეთანხმება;
** ტექნიკური დავალებისა და პროექტის რეალიზაციის სამოქმედო გეგმის შედგენა და დამკვეთთან შეთანხმება;
** მიღებული დავალებების ტექნიკურ ამოცანად გადათარგმნა და დეველოპერების გუნდის მხარდაჭერა;
** ანალიტიკური რეპორტების  გატესტვა და გაშვება;
** შექმნილი ანალიტიკური აპლიკაციის მხარდაჭერა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით;
** ფინანსური და ბიზნეს ანალიზის გამოცდილება;
** ანალიტიკური რეპორტების დიზაინის,  შექმნისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
** სხვადასხვა კომპლექსურ პროექტებში ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა წყაროებთან მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სხვადასხვა რეპორტინგის სისტემების ცოდნა;
** Agile/Scrum  მეთოდების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა.

საჭირო თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@next-gt.com 22 ნოემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ "ბიზნეს ანალიტიკოსი".  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე