გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რადიო თბილისი FM 93.5
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე
რადიო "თბილისი" FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რადიო "თბილისი" დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" (FM102.8 კახეთში) მიერაა დაფუძნებული. "ჰერეთი" უკვე 20 წელია წარმატებულად სთავაზობს მსმენელს ობიექტურ ინფორმაციასა და გემოვნებიან მუსიკას, ხოლო სარეკლამო დამკვეთებს - მათ ბიზნესზე მორგებულ პირობებს.

რადიო "თბილისი" პარტნიორობს 15 რეგიონულ რადიო სადგურთან და 26 სატელევიზიო კომპანიასთან.

ანაზღაურება: როგორც ფიქსირებული, ასევე ბონუსები.

თუ ხარ პრეზენტაბელური, იდეებით სავსე, კრეატიული, ფლობ საჭირო საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს, გაქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, გიყვარს რადიო და გსურს სამსახური, რომელიც საკუთარ თავში ახალ უნარებს აღმოგაჩენინებს, მაშინ 19 ნოემბრამდე გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ფოტოსთან და მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად, მისამართზე: tbilisifm93.5@gmail.com

გთხოვთ, წერილის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი"

რადიო იწყება ჩვენით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე