ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
საქართველოს ბაზარზე მარკეტინგული და სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათამდე ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. BMS-ის ბრენდებს შორისაა: "Frosch", "Vileda", "Greenfield", "Pasta Reggia", "Cotoneve", "Riso Gallo", "Jardin", "Wilkinson", "OE" და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა
** ბრენდის სამოქმედო გეგმის, მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის ფორმირება,
** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და მიმდინარე ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა,
** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა,
** ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება,
** მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება,
** BTL აქციების მოფიქრება, ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება,
** ბრენდისთვის საჭირო პოს მატერიალების მომზადება,
** ბრენდის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი,
** პრისეილერების, პრომოუტერების, მერჩენდაიზერებისა და პარტნიორი კომპანიების კონსულტანტების ტრეინინგი. მათთვის ბრენდზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

მოთხოვნები:

** ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FMCG-ის მიმართულებით გამოცდილებას)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბრის და წერა-კითხვის უნარი
** ბიუჯეტის მართვის გამოცდილება
** კრეატიულად აზროვნების უნარი
** კარგი წერითი და მეტყველების უნარი
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook)
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: i.lipartiani@bms.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე