iOS დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: iOS დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ IOS დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა;
** Objective-C-სა და Swift-ის კარგი ცოდნა;
** ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე.
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში;
** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები.

პლიუსად ჩაითვლება: Android მობილური დეველოპმენტის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IOS Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე