ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 13 წლიანი არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება. ბოლო წლები კომპანია «ნეოტექი» ფლობს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს და ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საინჟინრო ჯგუფის პოტენციალი და პარტნიორების ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა აძლევს კომპანიას შესაძლებლობას განახორციელოს საერთაშორისო ნორმატივებზე დაფუძნებული ნებისმიერი სირთულის პროექტი. უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით საქართველოში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "ნეოტექი"-ს მიერაა განხორციელებული. კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, კომპიუტერული ქსელების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

კომპანია "ნეოტექი" ფლობს მომსახურების ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიკატს ISO 9001 2008 (2015 წლის 6 ივლისიდან) რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინრის თანამდებობაზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

1. ობიექტის მოკვლევა შემდგომ ნახაზის და პროექტის მომზადების მიზნით;
2. დასმული ამოცანის გადაწყვეტის შესაბამისი ტექნიკური დავალების შედგენა;
3. ახალი აპარატურის შესწავლა (ფუნქციონალის გარჩევა) და ტესტირება;
4. კლიენტთან კომუნიკაცია;
5. უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

1. უმაღლესი ტექნიკური განათლება;
2. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების (დეტექცია, ქრობა) ინსტალაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
3. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების (დეტექცია, ქრობა) პროექტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება
3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
4. გრაფიკულ პროგრამა AUTOCAD -ის მოხმარება (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
5. ტექნიკური ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
6. მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

1. შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
2. პუნქტუალური;
3. გუნდური მუშაობის უნარი;
3. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
4. გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
5. განვითარებაზე ორიენტირებული;

ანაზღაურება 1875 ლარი დარიცხული, მოქმედებს საბონუსე სისტემა;;
გამოსაცდელი პერიოდი: მინიმუმ 1 თვე, მაქს. 3 თვე (განიხილება ინდივიდუალურად);
გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში არ მოქმედებს საბონუსე სისტემა;

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადები ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე