გაყიდვების და PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების და PR მენეჯერი
მომწოდებელი: კებზარი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
კომპანია "კებზარი" აწარმოებს სამკაულებისა და სამშვენისის უახლეს ნიმუშებს, რომლებიც კავკასიის სხვადასხვა რეგიონებისათვისაა დამახასიათებელი. ჩვენს მიერ შექმნილი ექსკლუზიური ნაკეთობანი, მომხმარებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს კავკასიური მემკვიდრეობის ჩვენეულ გააზრებას. წარმოდგენილი კოლექცია დაფუძნებულია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის, სვანეთის ტრადიციულ მოტივებზე.

კომპანია "კებზარი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და PR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი ქალაქი თბილისი
სამუშაო განაკვეთი ნაწილობრივი ან სრული (საათები შეთანხმებით)
ანაზღაურება შეთანხმებით სამუშაო გამოცდილების და დატვირთვის მიხედვით (600 ლარიდან - 2000 ლარამდე)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** უზრუნველყოს შესაბამისი ბაზრის მოძებნა და გაყიდვების სტიმულირება
** ჩამოაყალიბოს კომპანიის იმიჯი, გააძლიეროს და დაიცვას იგი, ამასთანავე უცვლელად შეინარჩუნოს ჩვენი ღირებულებები და მისია
** ყოველდღიური პასუხისმგებლობები
** დაამყაროს და შეინარჩუნოს მიზანმიმართული კონტაქტები
** შექმნას პიარ გეგმები და სტრატეგიები
** გააძლიეროს კომპანიის სახელი ონლაინ და ოფლაინ არხებით
** სოციალური ქსელების მართვა, პოპულარიზაცია
** ონლაინ გაყიდვების ორგანიზება
** საერთაშორისო გამოფენების მოძიება და მონაწილეობის ორგანიზება
** დიპლომატიურ კორპუსთან მიზანმიმართული კონტაქტების დამყარება
** მსხვილი დამკვეთების მოძიება (როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის)
** განახორციელოს მედიასთან ურთიერთობა (მედიიდან შემოთავაზებების მიღება და წარმატებით განხორციელება.)
** პრესისთვის მოამზადოს სარეკლამო და საპიარო ტექსტები
** დაგეგმოს და მოაწყოს ღონისძიებები, წვეულება - გაყიდვები, და ა.შ.
** მოამზადოს პრეზენტაციები და სიტყვით გამოსვლა
** პიარის კრიზისის დროს შესთავაზოს კომპანიას გამოსავლის გზები

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ხარისხი - ბაკალავრი, მაგისტრი; სასურველია შესაბამის დარგში, თუმცა მთავარია გამოცდილება ამ სფეროში.
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი.
** ენების ცოდნა: სავალდებულო - ინგლისური ენის კარგი სამეტყველო და წერითი უნარები; სასურველია - რუსული ენის კარგი სამეტყველო უნარი.
** სოციალურ ქსელებში მუშაობის გამოცდილება (Twitter, Facebook, etc.)
** Microsoft საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა. სასურველია ასევე ფოტო და ვიდეო ფორმატირების პროგრამების ფლობა, თუმცა სავალდებულო არ არის.

უნარები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შემოქმედებითობა;
** ინიციატიურობა;
** სტრატეგიული ხედვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოება;
** პრეზენტაციის მოწყობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ: kebzari11@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე