გამავალი ზარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გამავალი ზარების ოპერატორი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პოტენციურ მომხმარებელთათვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
** არსებულ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და უკუკავშირის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 142.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე