ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
"სფეისის " გუნდის შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ?

ბიზნეს ანალიტიკოსს:

** რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
** ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
** აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** აქვს ნათლად და ლაკონურად წერისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

რას გააკეთებ?

** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** შეაგროვებ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან, მათგან მოწოდებული დოკუმენტების ანალიზისა და ინტერვიუების საშუალებით
** შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე შექმნი User Story-ებს, ბიზნეს პროცესის დიაგრამებსა და მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერას
** შეათანხმებ User Story-ებისა და ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე