რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური და კვარტალური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ("ფასს"/IFRS) შესაბამისად;
** კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება, აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება;
** ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი);
** მინიმუმ 3 (სამი) წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, აუდიტის ან/და რეპორტინგის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კარგად ცოდნა - სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს F2, F3, F7 წიგნები;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 30 ნოემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე