სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმადეპო
გამოქვეყნდა: 8 ნოე / განახლდა: 11 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
"ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედია არხების ადმინისტრირება;
** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური არხებისთვის ქონტენტის შექმნა;
** მომხმარებელთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება);
** "ფარმადეპოს" საიტის ადმინისტრირება;
** დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი დახმარებით ვიზუალური ქონთენთის შექმნა
** ბლოგების წერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია იცნობდეს Facebook-ის გვერდის და ვებ საიტის მართვის საფუძვლებს;
** აუცილებელია იცნობდეს Facebook-ზე სარეკლამო კამპანიის მართვის და ონლაინში რეკლამის განთავსების საფუძვლებს (Ads manager)
** აუცილებელია ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება,
** შედეგზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული, დროის ეფექტური მართვის უნარი.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე: vacancy@gepha.com და "Subject"-ში მიუთითეთ "სოციალური მედიის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე