საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - საბაკალავრო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - საბაკალავრო
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების პოზიციაზე:

1.ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
2. ტურიზმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
3. მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
4. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
5. კომპიუტინგის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების დოქტორის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** P.S მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლება აქვს დაიკავოს საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაადასტურებს უცხოეთში მიღებული სამაგისტრო ხარისხის განათლებას შესაბამის დარგში და პრაქტიკული/ მუშაობის არანაკლებ 5 წლიან გამოცდილებას.
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია შეუძლია დაიკავოს უცხოეთში მიღებული სამაგისტრო ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც ექნება დარგში ექსპერტული და პრაქტიკული 3 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
** ინოვატორული და კრეატიული ხედვა პროგრამების განვითარებაში.
** ორგანიზაციული მართვის უნარი;
** სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირს ან უცხოეთის უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი სრული;
** სამუშაო საათების რაოდენობა 40 სთ;
** პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადების გადარჩევა.
** მეორე ეტაპი: გასაუბრება
** მესამე ეტაპი: პროგრამის კონცეფციის წარდგენა

7 დეკემბრამდე გასაუბრების დასრულება.
10-15 დეკემბრამდე საჯარო პრეზენტაცია ან ონლაინ პრეზენტაცია უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში.
15-25 დეკემბრამდე პროგრამის კონცეფციის წარდგენა.

კონკურის ვადა:

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge

მადლობთ, რომ დაინტერესდით ვაკანსიით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე