გაყიდვების აგენტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი - ფოთი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 8 დეკ
შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წამოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისეილერი) პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება .
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი სასურველია.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** საკუთარი ავტომობილი.
** ასაკი: 25 წლიდან 35 წლამდე

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა.
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება.
** ახალი ობიექტების მოძიება; ბაზრის კვლევა და ანალიზი.
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება.
** პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
** ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი პირობა: დასაქმებულმა შრომითი ვალდებულებები უნდა უზრუნველყოს იპოთეკის ხელშეკრულებით.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 8 დეკემბერი, 2018 წ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე