სატრანსპორტო ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატრანსპორტო ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
 "ციტადელი"  აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ადგილზე მიტანის ორგანიზება, უზრუნველყოფა და სატრანსპორტო საშუალებების სწორი გადანაწილება;
** გადაზიდვის მარშრუტის დაგეგმვა ტვირთის შეუფერხებელი და რაციონალური მიწოდებისთვის;
** ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი;
** საჭიროებისას ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალების და გადამზიდავის შერჩევა;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ლოჯისტიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების  ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ლოჯისტიკის სპეციალისტი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  1 დეკემბრამდე, 2018 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე