აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: GMCA
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ
"საქართველოს მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაცია" (GMCA) აცხადებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიას.

GMCA წარმოადგენს საქართველოში არსებული საკონსულტაციო კომპანიების პლატფორმას, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს საკონსულტაციო საქმიანობის განვითარებას, პოპულარიზაციას და უზრუნველყოს აღნიშნული სექტორის მდგრადი განვითარება.

ასოციაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში, უზრუნველყოფს საკონსულტაციო სფეროში ხარისხის სტანდარტების შემუშავებას და დამკვიდრებას; საკონსულტაციო ბიზნესის ადვოკატირებას და ლობირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

GMCA,  არსებული სტრატეგიის განხორციელების და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, იწვევს კვალიფიციურ პირს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გამგეობის მიერ ინიცირებული საპროექტო იდეების პროექტული სახით ფორმირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი-კონტროლი.
** ასოციაციის დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაციის პროცესების მართვა
** პროექტებთან დაკავშირებული ღონისძიებების (ვორქშოფების, სემინარების, კონფერენციების) დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** პროექტში ჩართული პირების (გუნდის წევრების, დონორების, ბენეფიციარების) ეფექტური კოორდინაცია და დაკავშირებულ საქმიანობათა კონსოლიდირებული მართვა
** ასოციაციის ფინანსური საკითხების მართვა
** განახორციელოს ცვლილებები პროექტული მუშაობისას, ამგვარის საჭიროების შემთხვევაში
** იზრუნოს ასოციაციის ცნობადობის გაზრდასა და პოზიციონირებაზე
** ასოციაციის საქმიანობის შესახებ მოამზადოს და წარადგინოს პერიოდული ანგარიშები ასოციაციის გამგეობის წევრებთან
** ასოციაციის წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს ასოციაციის წევრების ინფორმირება და მუდმივი კომუნიკაცია ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პროექტების მართვის 3 წლიანი გამოცდილება
** ორგანიზების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** სასურველია მარკეტინგული ან/და პიარის მიმართულების გამოცდილების ქონა
** კანდიდატი არ უნდა იყოს დასაქმებული საკონსულტაციო სფეროში და არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი ინტერესი რომელიმე საკონსულტაციო კომპანიასთან.

ანაზღაურება 2500 ლარი (gross).

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება GMCA-ს მოთხოვნებს და გსურთ განავითაროთ და წვლილი შეიტანოთ კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@gmca.ge  (გთხოვთ, თქვენს CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორი პირი(ები)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2 დეკემბერი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე