პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** C# -ის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია Phython da java-ს ცოდნა;
** Web - პროგრამირების გამოცდილება (ASP.NET MVC);
** HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება და დანერგვა;
** არსებული პროგრამების განვითარება.

სამუშაო პირობები: სრული ან არასრული
ანაზღაურება: 1500-3000 ლარი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2018წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე