ტენდერი ხის პალეტების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ხის პალეტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 16 ნოე
თანდართული ფაილი: 196007-lomisi-tender.zip
სს "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" -აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #- EF-GE/401
ბ) დანიშნულება: ხის პალეტების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** სპეციფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ნიმუში;

ტენდერის პირობები:

საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2019 წლის განმავლობაში დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 სამუშაო დღე.

2019 წლის განმავლობაში შესასყიდი პალეტების სავარაუდო რაოდენობა:

** 120X100-19 000
** 120X80 - 3 000

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
** წარწერა: "კონფიდენციალურია";

გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 08.11.2018 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 16.11.2018 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

სოფიო ბარამიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე