გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: რადიო პოზიტივი FM 104.3
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
რადიო "პოზიტივი 104.3 FM" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

რადიო "პოზიტივის" გუნდში მოსახვედრად აუცილებელი მოთხოვნაა, გქონდეთ კორპორატიული გაყიდვების სფეროში გამოცდილება, შეგეძლოთ მოლაპარაკების წარმოება და იყოთ პრეზენტაბელური. ასევე გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა და გამოირჩეოდეთ მაღალი პასუხისმგებლობით. თქვენი მოვალეობა იქნება პარტნიორების მოძიება და აქტიური ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება და შეხვედრების დაგეგმვა, ხელშეკრულების მომზადება და მონაცემების მუდმივი განახლება, ღონისძიებებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა.

სამუშაო განაკვეთი- სრული. ანაზღაურება ფიქსირებული, ასევე საპროცენტო განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: hr@positive.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე