კლიენტთან ურთიერთობის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთან ურთიერთობის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
კომპანია "MY.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge, აცხადებს ვაკანსიას კლიენტთან ურთიერთობის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

გიყვართ  ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხარებელს პრობლემის გადაწყვეტაში?  მაშინ მოდი "my.ge"-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი, მათთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური დახმარება/პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნა;
** შემომავალი ინფორმაციის დადგენილი ფორმით სტრუქტურიზება და შესაბამის ბაზაში ასახვა;
** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან/პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** ვებ-გვერდებზე განხორციელებული ცვლილებების, სიახლეებისა და რეგულაციების თაობაზე მომხმარებლის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე  6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული ენისა და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@my.ge არაუგვიანეს ა.წ. 20 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.  

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე