სასტუმროს ვაკანსიები - დუბაი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასტუმროს ვაკანსიები - დუბაი
მომწოდებელი: Key Management Solutions
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
კომპანია "Key Management Solutions | KMS Georgia", საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ქსელის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიებს "Address Dubai Mall"-ის სასტუმროში, ორწლიანი კონტრაქტით.

მიმწვევი მხარე უზრუნველყოფს  ტრანსპორტირებას, ცხოვრებას სასტუმროს მიერ გამოყოფილ კოტეჯებში, დაზღვევას და კვებას.  
1 წლის შემდეგ შესაძლებელია ანაზღაურებადი  30 დღიანი შვებულების აღება.

აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.  

ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

** მიმტანი
** მასპინძელი "ჰოსტესი"
** ბარმენი
** მოლარე
** დამლაგებელი
** დასუფთავების განყოფილების ზედამხედველი
** ქიმწმენდის თანამშრომელი
** სამრეცხაოს თანამშრომელი
** სპა ცენტრის რეცეფშენისტი
** მასაჟისტი
** სავარჯიშო დარბაზის თანამშრომელი
** სტუმრებთან ურთიერთობის აგენტი
** სატელეფონო ოპერატორი
** კარისკაცი
** კონსიერჟი
** რეცეფშენის ზედამხედველი
** დაცვის თანამშრომელი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვირეკეთ 2-250-567.

21 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც სურვილი გაქვთ სამუშაოდ გაემგზავროთ საზღვარგარეთ, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში და კარგად  იცის ინგლისური ენა  - გამოაგზავნეთ CV აუცილებლად ინგლისურ ენაზე, შემდეგ  ელფოსტაზე: maka.telia@gmail.com  (გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "დუბაიში დასაქმება").

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 ნოემბერი.

CV ქართულ ენაზე და სურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე