ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზედამხედველი
მომწოდებელი: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ზედამხედველის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მილსადენების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობა
** ხარისხის კონტროლი
** დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლი და ხელმოწერით დადასტურება
** პროექტებთან შესაბამისობის კონტროლი
** ფარული სამუშაოების კონტროლი
** აზომვითი სამუშაოების წარმოება (მანძილმზომით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა (სავალდებულოა განსაკუთრებით Excel);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების გამოყენების გამოცდილება
** საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების გამოყენების გამოცდილება
** პროექტის კითხვისა და მასთან მუშაოების გამოცდილება
** ფარული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება
** ხარჯთაღრიცხვებთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური);
** სასურველია კომპიუტერული პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა;
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: vacancy@ggtc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე