ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
** ვებ გვერდის განვითარება;
** სოციალური მედია მარკეტინგის პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** მარკეტინგული კონტენტის შექმნა და მართვა;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და სისწრაფე;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე