პროგრამირების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამირების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (http://www.agh.ge) აცხადებს ვაკანსიას პროგრამირების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (www.agh.ge) დაარსდა 2005 წელს, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. კომპანია მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვილობილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში მოღვაწეობენ - ლიზინგი, ქონების შეფასება და მართვა, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა, ბიზნეს ინფორმაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

IT დეპარტამენტი, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის აი-თი მომსახურებას სთავაზობს. მოკლე დროში, აი-თი კომპანიამ განახორციელა სამი მასშტაბური პროექტი: უნიკალური პროგრამა უძრავ-მოძრავი ქონების შესაფასებლად, რომელსაც ბაზრის წამყვანი კომპანია იყენებს, ქონების მართვისა და შეფასების კუთხით; უნივერსალური მონაცემთა ბაზა - ბიზნეს ინფორმაციის კატალოგი და ინოვაციური პორტალი, რომელსაც საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები იყენებენ სხვადასხვა დარგში.

დასაქმების თარიღი: 01 დეკემბერი 2018 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმატიკის ან მათემატიკის განხრით;
** მაღალი პროფესიონალიზმი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** აითი დეპარტამენტის განვითარების გეგმის შემუშავება;
** პროექტების დაყოფა;
** პროექტების დაგეგმვა და განვითარება;
** ბიუჯეტის შედგენა;
** შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;
** არსებული ჰარდვეარის და სოფთვეარის სისტემების ცოდნა;
** პროექტების განაწილება inhouse დეველოპმენტსა და აუთსორსს შეკვეთებს შორის;
** კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

პიროვნული თვისებები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი სამუშაო დისციპლინა, განსაზღვრულ პერიოდში დაკისრებული სამუშაოს შესრულება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** ინიციატორი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

სამუშაოს გრაფიკი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (1-საათიანი შესვენებით).

სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროგრამირების ჯგუფის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი 2018 წელი

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე