1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში 1C (RS.ge) ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ზედნადების ფორმირება, კორექტირება;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატის მოხმარება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** საბუღალტრო პროცესების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო აგენტების შეკვეთების დამუშავება, ზედნადების ფორმირება, კორექტირება;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ფორმირება/კორექტირება;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
** სალაროში შემოსული და გასული თანხების კონტროლი და ანგარიშგება;
** სალაროს ორდერების პროგრამული გატარება;
** ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მათემატიკური ანალიზის უნარი.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე