ადმინისტრატორი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: Check Inn Bakuriani
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ
სასტუმროს ტიპის კოტეჯი ბაკურიანში "Check Inn Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** მობილიზებული მუშაობის უნარი, ენერგიულობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კარგი სასაუბრო და წერილობითი უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება, განთავსება და გასტუმრება.
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** ჯავშნების მიღება
** ინფორმაციული პროგრამის განახლება და მონიტორინგი
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** უფროსი მენეჯერის მითითებების შესრულება და დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება
** სასტუმროს სერვისის მუდმივი და სწორი კონტროლი

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ani@travelmode.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე