დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მიმართულებით)
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 4 წელი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობა
** მოლაპარაკებების წარმოება აფთიაქის წარმომადგენლებთან
** კომპანიის ექსკლუზიური პოზიციების გაყიდვების სტიმულირება
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** სხვადასხვა სახის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება კლიენტებისთვის

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი
** ორგანიზებული
** პუნქტუალური.

სამუშაო განაკვეთი: 6 სამუშაო დღე.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პრემია + ბონუსი

გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ, თუ გყავთ საკუთარი ავტომობილი.

კანდიდატებს სამსახურის დასაწყებად მოეთხოვებათ ქონებრივი უზრუნველყოფის ჩადება უძრავი ან მოძრავი ქონებით, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: vacancy.smph@gmail.com 2018 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (Distributor). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს, ნუ გამოგვეხმაურებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე