ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტების რიგების მართვა;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და გადაცემის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00; 2 დღე მუშაობთ, შემდეგი 2 დღე ისვენებთ (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 225 ლარი ხელზე ასაღები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medcentertbilisi@gmail.com და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე