მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: კაზინო ავიატორი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კაზინო "ავიატორი" აცხადებს ვაკანსიას: მრეცხავი

განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია: სამრეცხაოს ცვლის უფროსის / სამრეცხაოს ზედამხედველის / სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის / სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის მიმართ

სამუშაოს მიზანი: მრეცხავი აქტიურად უნდა მუშაობდეს დეპარტამენტში ინდივიდუალური პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმრო "სტამბის" სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად.
** ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 6 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.casino@aviator.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე