ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს ვაკანსიას: ლაბორანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამ. 51/2
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში ან პროფესიული განათლება მედიცინის სფეროში;
** ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უფლება-მოვალეობანი:

** ლაბორატორიული და კვლევითი სამუშაოებისათვის საჭირო ინვენტარისა და სახარჯი მასალის მომზადება, გარეცხვა, გასუფთავება და ხარისხის კონტროლი;
** ლაბორატორიაში სამუშაო არეების დასუფთავება და ხარისხის კონტროლი;
** ლაბორატორიული ინვენტარის აღრიცხვა-შენახვა, სათანადო დოკმენტაციის წარმოება;
** ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური კვლევისთვის;
** ავტოკლავირება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@tma.edu.ge არაუგვიანეს 2018 წლის 20 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ორი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე