ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სითი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
** სასურველია (არასავალდებულო) მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სქესი: მდედრობითი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტისა და სერვისების შესახებ);
** ელ. ფოსტისა და "chat"- ის საშუალებით კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე