ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თი-ემ-სი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
შპს "თი-ემ-სი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "თი-ემ-სი" ემსახურება თავის მომხმარებელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბაჟო-საბროკერო და საშემფასებლო მომსახურებებით. კოლექტივი გამოცდილი და მაღალკვალიფიციურია, ხოლო გარემო მეგობრული, რაც მოგცემთ შესაძლებლობას განივითაროთ და შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავოთ ცოდნა და გადადგათ ნაბიჯი თქვენი კარიერული წინსვლისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ფინანსური რეპორტების/ანგარიშების მომზადება დაინტერესებული მხარეებისათვის შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი(სასურველია ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მეილინგი და საუბარი, ორივე აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრად/ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი;
** მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და წარდგენის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული ენის მცოდნე კანდიდატებს;

სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდზე 400 ლარი ხელზე, ხოლო აყვანის შემთხვევაში 600-1000 ლარი ხელზე და დამატებით, ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი". გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე