სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: HCG - Hotel Contract Georgia
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე
კომპანია "HCG - Hotel Contract Georgia" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

ხანგრძლივობა: 2 თვე
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** ბაზრის კვლევა და საჭიროებების გამოვლენა;
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან შეხვედრების ორგანიზება;
** კლიენტზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება და წარდგენა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება;
** მონიტორინგი;
** კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია ბიზნესის ან/და მარკეტინგის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროში)
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური და კომუნიკაბელური
** მოტივირებული

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე office@hcg.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2018 წლის 25 ნოემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე