რუსულ და ქართულ ენოვანი ინგლისურის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რუსულ და ქართულ ენოვანი ინგლისურის პედაგოგი
მომწოდებელი: გოგა ასკურავას ენების ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"გოგა ასკურავას ენების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რუსულ და ქართულ ენოვანი ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენი პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენი ჩვენს სასწავლო ცენტრში მუშაობა დაკავშირებული იქნება სწავლების განსხვავებულ და ახალ მეთოდებთან.

სამუშაოდ ვიწვევთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გამოცდილ პედაგოგებს რომლებიც ინგლისურ ენას შეასწავლიან ბავშვებს და უფროსი ასაკის მსურველებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის დიპლომი) უცხო ენის ფილოლოგიის განხრით
** ინგლისური ენის C1-C2 დონეზე ფლობა
** საერთაშორისო ტესტებში მომზადების გამოცდილება-IELTS,TOEFL,SAT
** სასწავლო ცენტრში, ან სასწავლო დაწესებულებაში მინ.1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა
** შიდა წესების დაცვის უნარი

აქვე გაცნობებთ, რომ "გოგა ასკურავას ენების ცენტრი" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "გოგა ასკურავას ენების ცენტრი" ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

პირობები:

** ანაზღაურება:კვალიფიკაციის მიხედვით.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@gaiholding.com.ge და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო ნომერი: (+995) 599 86 20 03

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე