დისტრიბუციის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალკო პროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კომპანია "ალკო პროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის ძირითადი მიმართულება არის ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია.

სამუშაოს აღწერილობა:

** დემონსტრირება უნდა გაუწიოს კომპანიის პროდუქციასა და სერვისებს შესაბამის მომხმარებლებთან
** მოიძიოს ახალი კონტრაქტორები და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა
** დაგეგმოს შეხვედრები, უპასუხოს არსებული და პოტენციური მომხმარებლების/კლიენტების კითხვებს
** მიიღოს მონაწილეობა გაყიდვების დაგეგმვის პროცესში, დაგეგმოს და განახორციელოს გაყიდვებთან დაკავშირებული აქციები.
** მენეჯირება გაუწიოს პროდუქციის დისტრიბუციის პროცესს
** აწარმოოს გაყიდვების ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან

ძირთადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით
** აპლიკანტი უნდა იყოს მოტივირებული, შეძლოს ახალი იდეების გენერირება და განხორციელება
** როგორც გუნდის წევრი, გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი უნდა იზიარებდეს კომპანიის ხედვას და პრინციპებს
** ენები: სასურველია ინგლისური, რუსული
** კომპიუტერული პროგრამები: საოფისე (Word, Excel, PowerPoint) და სხვა.
** შეძლოს მუშაობა სტრესულ გარემოში
** გუნდური მუშაობის პრინციპებით
** პოზიტიური და პროფესიონალური დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ

გთხოვთ, თქვენი CV და მოკლე რეზიუმე გამოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gradus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე