ელექტრო მომარაგებისა და ავტომატიზაციის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრო მომარაგებისა და ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: მეგაპროჯექტი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კომპანია "მეგაპროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ელექტრო მომარაგებისა და ავტომატიზაციის ინჟინერი.

ძირითადი მოვალეობები:

** საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების ქსელების პროექტირება;
** ავტომატიზაციის სისტემების პროექტირება და პროგრამირება;
** განათების სისტემების პროექტირება;
** მცირე დენიანი სისტემების პროექტირება;
** დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, დაპროგრამება, ექსპლუატაციაში გაშვება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიისა და ავტომატიზაციის დარგში;
** AutoCAD და სხვა ელექტრო და ავტომატიზაციის პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა;
** საკუთარი ცოდნის დონის განვითარების სურვილი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@megaproject.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე