სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** MS OFFICE კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე