საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი
მომწოდებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ა(ა)იპ "საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** გამოცდების განრიგის შედგენა;
** გამოცდების ორგანიზება;
** გამოცდების მსვლელობის პროცესის დაკვირვება;
** სტუდენტების რეგისტრაცია;
** საგამოცდო ნაშრომების შეგროვება;
** გამოცდის შედეგების შეჯამება და სტუდენტების ინფორმირება.

პიროვნული თვისებები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მზადყოფნა მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: vacancy@agruni.edu.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითონ "საგამოცდო ცენტრის დამკვირვებელი". განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ნოემბერი, 18:00 საათი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე; მეორე ეტაპზე კანდიდატებს ეთხოვებათ წერითი დავალების შესრულება; მესამე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #240
ელ-ფოსტა: vacancy@agruni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.agrunii.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე