პერსონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000231
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი მომსახურების სფეროში.
** განათლება: სტუდენტის, ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სისხარტე
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: სამოტივაციო წერილში მოგვწერეთ, თუკი გაქვთ სამოყვარულო ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი საავტომობილო სფეროში.

სამუშაოს აღწერა:

** გარე სერვისის მოთხოვნის მიღება და პროცესის დაგეგმვა სერვისის მენეჯერთან ერთად;
** სერვისის მომთხოვნი მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** მომხმარებლის იდენტიფიკაცია პროგრამაში;
** დამატებითი შესაკეთებელი სამუშაოების იდენტიფიკაციისას, საჭირო სამუშაოების მომხმარებლისთვის გაცნობა - პრობლემის ტიპი, მისით გამოწვეული რისკები, საჭირო ნაწილები და მათი ფასი, შესაკეთებელი სამუშაოების ხანგრძლივობა და ა.შ.
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივი შესყიდვის კოორდინაცია - განაცხადის ფორმირება და შესყიდვების განყოფილებისთვის გადაცემა;
** არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/231

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ნოემბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე