აფთიაქის კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აფთიაქის კურიერი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის კურიერის პოზიციაზე.

მისამართი: ლუბლიანას ქ. 5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო სახარჯი მასალების ტრანსპორტირება კლინიკის შიდა ტერიტორიაზე;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით კლინიკაში ნებისმიერი სახის საკურიერო მომსახურების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** შრომისმოყვარეობა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე