ფარმაცევტული საწყობის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტული საწყობის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწყობის ადმინისტრატორის პოზიციაზე (დროებითი თანამშრომელი 4 თვით).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 5

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00;

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება რაოდენობის, სერიის, ვადის კონტროლით ზედდებულთან მიმართებაში;
** მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემა კლინიკებზე მოთხოვნის შესაბამისად;
** გაცემული საქონლის პროგრამული აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
** ნაშთების კონტროლი რაოდენობისა და ვადების მიხედვით;
** შესყიდვების ანალიზი და 1 (ერთი) თვის მარაგის რაოდენობების განსაზღვრა კლინიკების მოთხოვნის შესაბამისად;
** დეფიციტური პოზიციების გამოვლენა და შესაბამისი შეკვეთების ორგანიზება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფარმაცევტი)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიურობა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე