მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სს "ტერაბანკი" ცენტრალურ ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** კომპეტენციის ფარგლებში ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურების/ინსტრუქციების/წესების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვა
** ყოველთვიური პირადი და ფილიალის სამოქმედო გეგმის შესრულება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და მათი ინფორმირება ფილიალის საქმიანობის შედეგებზე, სიახლეებზე, ახალ პროდუქტებზე/პროცედურებზე, დასახულ ამოცანებსა და გეგმებზე
** კლიენტების მოზიდვა, პროდუქტების გაყიდვა
** ფილიალში ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება
** ბიზნეს კლიენტების სასესხო განაცხადის მიღება, შესაბამის კომიტეტზე წარდგენა მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკოსთან ერთად და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა
** ფილიალის ბიზნეს საკრედიტო პორტფელის მართვა და დაფარვების მონიტორინგი შესაბამის თანამშრომლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება - (ბაკალავრის წოდება) ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის, საბუღალტრო საქმის ან სამართალმცოდნეობის განხრით
** აუცილებელია ბანკში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების ცოდნა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ენები: ინგლისური, რუსული სასაუბრო დონეზე.

დამატებითი მოთხოვნები

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point, საბანკო პროგრამა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ ფოტოსურათიანი CV მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20.11.2018, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე