გარე გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: MSZ Georgia
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"MSZ Georgia" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
** შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და პროდუქტების შექმნა;
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კარგი საკომუნიკაციური უნარები, აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** ენები: ქართული - თავისუფლად, რუსული თავისუფლად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროებთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა.

უნარები:

** აქტიური
** პრეზენტაბელური
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალ დონეზე მქონე
** დეტალებზე ორიენტირებული
** გაწონასწორებული
** მოწესრიგებული
** მოტივირებული

სამუშაო საათები: შეთანხმებით (ვაკანსია განკუთვნილია არასრულ განაკვეთზე)

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.bedineishvili@mszgeorgia.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე